saqarTvelos vakeebi - diRmis vake
ვაკე თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გასდევს მტკვრის მარჯვენა ნაპირს ზაჰესიდან დიღმისწყლის შესართავამდე. მისი სიმაღლეა 400-500 მ, სიგრძე - 7.5 კმ, ხოლო სიგანე - 5 კმ. ის წარმოადგენს მტკვრის ალუვიალურ ტერასას. დაფარულია მეოთხეული და თანამედროვე კენჭნარით, ქვიშით, თიხითა და თიხნარით.
დიღმის მასივი ძველთაგანვე ათვისებული იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის, რაც განაპირობა ვაკის ბრტყელმა ზედაპირმა და ნოყიერმა ნიადაგმა. იგი თბილისის განსახლების ერთ-ერთი მსხვილი რაიონია (დიღმის მასივი, დიდი დიღომი).